სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ბიზნეს სექტორი

ბიზნესის რეგისტრის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში აღირიცხება 41,7 ათასი სუბიექტი, რაც ქვეყანაში რეგისტრირებულ სუბიექტთა მთლიანი რაოდენობის 10,5 პროცენტს შეადგენს, ხოლო რეგიონებს შორის რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობით მხოლოდ თბილისსა და იმერეთს ჩამორჩება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მცირე და საშუალო საწარმოებია. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ინდივიდუალური მეწარმეები - 33,6 ათასი. შემდეგ მოდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები - 5,1 ათასი, კოოპერატივი - 828, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 356, სააქციო საზოგადოება - 255, არაკომერციული იურიდიული პირები - 1173.

 

რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს: მისი სტრატეგიული მდებარეობა და განსაკუთრებული სატრანზიტო ფუნქცია - მის ტერიტორიაზე ერთის მხრივ, ევროპისა და აზიის ქვეყნების, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონების დამაკავშირებელი ფოთის პორტის არსებობა. უკანასკნელ წლებში, რეგიონში მნიშვნელოვნად განვითარდა საბანკო სექტორი. ყველა თვითმმართველ ერთეულში ფუნქციონირებს კომერციული ბანკების ფილიალები და მომსახურების ცენტრები. გაიზარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობაც. რეგიონში ფუნქციონირებს რამდენიმე აუდიტორული ფირმა,  ხოლო ზუგდიდსა და ფოთში ფუნქციონირებს ქვეყანაში მოქმედი თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიის ფილიალი.

უკანასკნელი წლების მანძილზე, შეიმჩნევა დადებითი ტენდენციები გადამამუშავებელი და ექსპორტზე ორიენტირებული ცალკეული წარმოებების (მაგ. თხილის წარმოება და გადამუშავება ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად და განუხრელად იზრდება) განვითარების კუთხით. განვითარების ტენდენციები შეიმჩნევა მომსახურების სფეროშიც, შედარებით მოწესრიგდა სავაჭრო ობიექტები და სხვ.

 

  • სავაჭროცენტრისოფელ რუხში

2015 წელს დასრულდა სოფელ რუხში, სამეგრელო მულტიფუნქციურისავაჭროცენტრისმშენებლობა. პროექტი განხორციელდა საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით. მთლიანმა საინვესტიციო მოცულობამ შეადგინა 8 მლნ აშშ დოლარი.

  • მდინარე ნენსკრაზე (ზემო სვანეთი)ჰიდროელექტროსადგურისმშენებლობა

2015 წელს ზემო სვანეთში მდინარე ნენსკრაზე დაიწყო საინვესტიციო პროექტის განხორციელება რომლის ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ინვესტიციას ანხორციელებს კორეული კომპანია Korea Water Resources Corporation (K Water) და საპარტნიორო ფონდი.  პროექტის განვითარება დასრულდება 2021 წელს.

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო