სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სამსახურები

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი

 

სამსახურის ფუნქციები:

ა) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის არქივის წარმოება;

ბ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების ხელმოსაწერად მომზადება და სათანადო რეესტრის წარმოება;

გ) მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) საკადრო რესურსების მართვის მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მათი პირადი საქმეების შედგენა-წარმოება;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ზ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ;

თ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დავალებათა შესრულების კონტროლი;

ი) სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან გამართული თათბირებისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საბჭოების, კომისიების, სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადება და ორგანიზაციულ-ტექნი-კური უზრუნველყოფა;

კ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;

ლ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაცია და კონტროლი;

მ) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ნ) ადმინისტრაციის საბიუჯეტო ასიგნებების პროექტის შემუშავება;

ო) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

პ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი 

 

გიორგი ნადარაია

   ტელეფონი: 596 00 92 92 

   ელექტრონული ფოსტა:  giorginadaraia004@gmail.com

 

 

სამსახურის ფუნქციები:

ა) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის სახელწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუბერნატორისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიებთან კოორდინირებული მოქმედება;

ბ) თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა და სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს მთავრობის დავალების ან შესაბამისი სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ცალკეულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციების ორგანიზება;

დ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუბერნატორისათვის სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი და დელეგირებული უფლებამოსილებების მათ მიერ სახელმ-წიფო ინტერესების შესაბამისად განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად განხორციელებულ სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად ანგარიშის მომზადება;

თ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ წინადადებების მომზადება.

 

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური

 

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი  

   ნუგზარ გაბელია

   ტელეფონი: 599 20 24 00

   ელექტრონული ფოსტა: nugzar.gabelia@gmail.com

 

სამსახურის ფუნქციები:

ა) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება;

ბ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად რეგიონული განვითარების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ე) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა;

ვ) შესაბამის ინსტიტუტებსა და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ზ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

თ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ვეტერინარულ და მცენარეთა კარანტინის დაწესებისა და მოხსნის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) საქართველოს მთავრობის დავალებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო