სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სოფლის მეურნეობა

სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი. სამეგრელო-ზემო სვანეთი ხასიათდება ძლიერ დანაწევრებული რელიეფით - დიდი შეფარდებითი სიმაღლეებითა და ღრმა ხეობებით (სამეგრელოს ჩრდილოეთი, ზემო სვანეთი) და გაშლილი ვაკით (რეგიონის სამხრეთი ნაწილი მდ. ენგურსა და მდ. ცხენისწყალს შორის). რეგიონის ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების გამო, მისი ნიადაგური საფარი საკმაოდ ჭრელია და სხვადასხვა ტიპის ნიადაგებით არის 

წარმოდგენილი. რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ფართობი შეადგენს 268 ათას ჰა-ს. სოფლის კომლების აბსოლუტურ
უმრავლესობას საკუთრებაში 1,25 ჰა-ზე ნაკლები სავარგული აქვს. რეგიონის მდებარეობა განაპირობებს როგორც სამელიორაციო, ისე სარწყავი სისტემების საჭიროებას. აბაშის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე მიწების ფართობი შეადგენს 14,6 ათას ჰექტარს, საიდანაც რეაბილიტაციას 14 ათასი ჰა საჭიროებს. 1,9 ჰა მიწაა სარეაბილიტაციო ხობის, ხოლო 4,5 ათასი ჰა მიწა - სენაკის მუნიციპალიტეტში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ურწყავი მიწების ფართობი 3 ათას ჰა-ს შეადგენს. რეგიონის ერთ-ერთი პრობლემაა აუთვისებელი სავარგულები - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მიტოვებული გაბუჩქებულ-გაუხეშებულ-დასარევლიანებული ფართობები. აუთვისებელი ფართობები სულ შეადგენს 14,8 ათას ჰა-ს - მთლიანი სავარგულების 5,5%-ს. აქედან, დეგრადირებულია 5000 ჰა-ზე მეტი გაველურებული ჩაისა და ტუნგოს ფართობები. სახელმწიფო და დეგრადირებული სავარგულების ათვისება რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს.

 

2013-2016 წლებში განხორციელებული პროექტები

ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტო“ 2013-2020 წლებში განხორციელებული პროექტების/პროგრამების მოლკე ანგარიში

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (13 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას. უნდა აღინიშნოს, რომ აგროსექტორით საბანკო/სალიზინგო სექტორის დაინტერესება პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყოფს ხელს.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013-2020 წლებში გაიცა 179,104,631 ლარის ღირებულების 2,316 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 29,490,530 ლარი.

 

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“

პროგრამის მიზანი:

პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით, გააშენონ მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, კენკროვანი კულტურები და შექმნან სანერგე მეურნეობები. პროგრამის განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის მიზანია დაბალი აქტივობის ცალკეულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მაღალია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფრაგმენტაცია და ვერ ხდება მიწის ნაკვეთების გაერთიანება, საკარმიდამო კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთებზე კენკროვანი კულტურების ეფექტური წარმოება.

2015-2021 წლებში   დანერგე მომავლის პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია ბაღების 197 განაცხადი. ბაღების კომპონენტში გაშენებული/დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 997 ჰა-ს. სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობამ შეადგინა 9,212,302 ლარი. დანერგე მომავლის პროგრამის სანერგე მეურნეობების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 3 სანერგე მეურნეობის განაცხადი. სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობამ შეადგინა 960,157 ლარი. დანერგე მომავლის პროგრამის კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 358 განაცხადი. გაშენებული/დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 155 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 5,875,337 ლარი. დანერგე მომავლის პროგრამის წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 7 განაცხადი. ფართობი შეადგენს 88 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 220,110 ლარი. დანერგე მომავლის პროგრამის ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულია 12 განაცხადი. ფართობი შეადგენს 84 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 161,134 ლარი.

 

აგროდაზღვევის პროგრამა

პროგრამის მიზანი:

აგროდაზღვევის პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. პროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ მოსავალი სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან.

2014-2020 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 8,814 პოლისი. დაზღვეულ იქნა 35,765,334 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სულ დაზღვეულია 6,636 ჰა მიწის ფართობი. ჯამში სააგენტოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა 1,725,858 ლარი. 2014-2020 წლებში 31.12.2020-ის მდგომარეობით ანაზღაურებულმა ზარალმა შეადგინა - 1,128,546 ლარი.

 

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ახალი გადამმუშავებელ და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა გაზრდილია 10%-ით.

2014-2021 წლებში გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცდა 13  პროექტი, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 19,150,919 ლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 7,028,844 ლარი. შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში დამტკიცდა 2 პროექტი, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 1,432,039 ლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 629,775 ლარი.

 

„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამის მიზანი:

პროგრამა მიზნად ისახავს პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობას; მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობას; საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

პროგრამა მოიცავს კომპონენტებს, როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.

2016-2020 წლებში პირველადი წარმოების კომპონენტის ფარგლებში გაფორმდა 65 ხელშეკრულება, ჯამური ინვესტიციით 4,482,054 ლარი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 1,754,613 ლარს; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტში გაფორმებულია 1 ხელშეკრულება, ჯამური ინვესტიციით 487,365 ლარი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 194,946 ლარს.

 

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - "ახალგაზრდა მეწარმე"

პროგრამის მიზანი:

პროგრამა ითვალისწინებს ახალი ბიზნესის დასაწყებად პოტენციური ბენეფიციარებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას, რომელსაც გააჩნია სამი ეტაპი:

  • თანადაფინანსების მიღებამდე ტექნიკური დახმარება (განმახორციელებელი სუბიექტი: სამინისტრო); 
  • თანადაფინანსება - ფინანსური დახმარება (განმახორციელებლი სუბიექტი: სააგენტო);
  • თანადაფინანსების შემდგომი ტექნიკური დახმარება (განმახორციელებელი სუბიექტი: სამინისტრო). 

თანადაფინანსება განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ფოთი, ქ. ბათუმი.

2018-2020  წლებში გაფორმდა 7 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 759,169 ლარი, საიდანაც თანადაფინანსების მოცულობაა - 303,668 ლარი.

 

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“

პროგრამის მიზანი:

პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზდება .

2016-2021 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულია 16 განაცხადი. ჯამური ფართობი შეადგენს 493 ჰა-ს. ჯამური ღირებულება შეადგენს 1,233,396 ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 821,602 ლარს.

 

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამის მიზანი:

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი; სასოფლო-სამურნეო ტრაქტორები; ტრაქტორის სასოფლო-სამეურნეო მისაბმელები (იმპლემენტი) და მოტობლოკი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2019-2021 წლებში მდგომარეობით გაფორმდა 2 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 54,150 ლარი, საიდანაც თანადაფინანსების მოცულობაა - 27,075 ლარი.

 

ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი

პროექტის მიზანი:

„ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციია პროექტი“ არეგულირებს ფერმათა/ფერმერთა ერთიანი რეესტრის სისტემას, რითაც მოხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაცია. პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ყველა პირის აღრიცხვა (გარდა იმ პირებისა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირ(ებ)ის დაკვეთით ან/და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე), რაც შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს ფლობდეს მათ შორის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც გამოყენებული იქნება სამიზნე ჯგუფების სწორი შერჩევისთვის და მათთვის სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტების/პროგრამების საჭიროებისამებრ დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

2018-2020 წლებში  რეგისტრირებულია 15,444 ფერმა/ფერმერი.

 

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ერთწლოვანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა.

პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს: ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ბ) დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა; გ) ღია გრუნტში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა.

პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმართველი ქალაქებისა.

2020 წელს  გაფორმდა 31 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 1,661,071 ლარი, საიდანაც თანადაფინანსების მოცულობაა - 864,765 ლარი.

 

კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები

აბაშის მუნიციპალიტეტი: 2014 -2021წლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 18 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსით სარგებლობს 7 კოოპერატივი, გაწევრიანებული მეპაიეების რაოდენობა 64-ს შეადგენს. 

მცირე მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში 12 კოოპერატივს გადაეცა 21 ერთეული მოტობლოკი და ამდენივე ხელის სათესი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა - 58 821 ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: 2014  -2021წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 45 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსით სარგებლობს 22 კოოპერატივი, გაწევრიანებული მეპაიეების რაოდენობა 931-ს შეადგენს.

მცირე მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 15 კოოპერატივს გადაეცა 34 ერთეული მოტობლოკი და 36 ცალი ხელის სათესი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა - 95 562 ლარი.

მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 6 კოოპერატივს გადაეცა ფუტკრის სკები. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 31960 ლარი.

სოფელ დარჩელში სახელმწიფო დაფინანსებით აშენდა და აღიჭურვა თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც იჯარით აქვს გადაცემული კოოპერატივ „დარჩელის თხილს“. სახელმწიფო დაფინანსება - 887 990 ლარი.

სულ სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა - 1 015 512 ლარი.

მარტვილის მუნიციპალიტეტი: 2014 -2021წლებში , მარტვილის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 22 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსით სარგებლობს 16 კოოპერატივი, გაწევრიანებული მეპაიეების რაოდენობა 222-ს შეადგენს.

მცირე მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში 3 კოოპერატივს გადაეცა 3 ერთეული მოტობლოკი და 6 ცალი ხელის სათესი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა - 8 403 ლარი.

მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 5 კოოპერატივს გადაეცა ფუტკრის სკები. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 50529 ლარი.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ერთი კოოპერატივი აღიჭურვა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობით. სახელმწიფო დაფინანსება - 111 817 ლარი.

სულ სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა - 170 749 ლარი.

მესტიის მუნიციპალიტეტი: 2014 - 2021წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 17 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსით სარგებლობს 5 კოოპერატივი, გაწევრიანებული მეპაიეების რაოდენობა 37-ს შეადგენს.

მცირე მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში 7 კოოპერატივს გადაეცა 12 ერთეული მოტობლოკი და 12 ცალი ხელის სათესი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა - 33 612 ლარი.

მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2 კოოპერატივს გადაეცა ფუტკრის სკები. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 11 525 ლარი.

მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამით კოოპერატივ „ჯვარილ“-ს 25 წლიანი იჯარით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები და 90%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსებით ტრაქტორი და მისაბმელი ტექნიკა. ტექნიკის  სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა  - 120 000 ლარი.

სულ სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა - 165 137 ლარი.

სენაკის მუნიციპალიტეტი: 2014 -2021წლები, სენაკის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 20 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსით სარგებლობს 15 კოოპერატივი, გაწევრიანებული მეპაიეების რაოდენობა 158-ს შეადგენს.

მცირე მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში 5 კოოპერატივს გადაეცა 12 ერთეული მოტობლოკი და 12 ცალი ხელის სათესი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა - 33 612 ლარი.

მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2 კოოპერატივს გადაეცა ფუტკრის სკები. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 38 470 ლარი.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ერთი კოოპერატივი აღიჭურვა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობით. სახელმწიფო დაფინანსება - 94 915 ლარი.

სულ სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა - 166 997 ლარი.

ფოთის მუნიციპალიტეტი: 2014-2021წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 1 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსით სარგებლობს 1 კოოპერატივი, გაწევრიანებული მეპაიეების რაოდენობა 12-ს შეადგენს.

მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ამ კოოპერატივს გადაეცა ფუტკრის სკები. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 5637 ლარი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი: 2014 – 2021წლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 16 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსით სარგებლობს 11 კოოპერატივი, გაწევრიანებული მეპაიეების რაოდენობა 103-ს შეადგენს.

მცირე მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 5 კოოპერატივს გადაეცა 13 ერთეული მოტობლოკი და 15 ცალი ხელის სათესი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა - 36 741 ლარი.

მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 1 კოოპერატივს გადაეცა ფუტკრის სკები. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 8400 ლარი.

სულ სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა - 45 141 ლარი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: 2014 -2021წლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 34 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსით სარგებლობს 11 კოოპერატივი, გაწევრიანებული მეპაიეების რაოდენობა 120-ს შეადგენს.

მცირე მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 5 კოოპერატივს გადაეცა 16 ერთეული მოტობლოკი და 21 ცალი ხელის სათესი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა - 45 636 ლარი.

მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 1 კოოპერატივს გადაეცა ფუტკრის სკები. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 8400 ლარი.

სულ სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა - 54 036 ლარი.

ხობის მუნიციპალიტეტი: 2014- 2021წლებში, ხობის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 16 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო სტატუსით სარგებლობს 7 კოოპერატივი, გაწევრიანებული მეპაიეების რაოდენობა 55-ს შეადგენს.

მცირე მექანიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში 4 კოოპერატივს გადაეცა 8 ერთეული მოტობლოკი და 8 ცალი ხელის სათესი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა - 22 408 ლარი.

მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 1 კოოპერატივს გადაეცა ფუტკრის სკები. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 6252 ლარი.

სულ სახელმწიფო დაფინანსებამ შეადგინა - 28 660 ლარი.

 

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა (DIMMA)

პროგრამის მიზანი:

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის  ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.

პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და  მოქნილობის ხელშეწყობა.

2020 წელს გაფორმდა 73 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 3,037,546 ლარი, საიდანაც

 

სოფლის განვითარების პროგრამა

პროგრამის მიზანი:

პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშეწყობას თანადაფინანსების გზით.

პროგრამის მიზანია: სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ დევერსიფიკაციას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

2020-2021 წლებში გაფორმდა 1 ხელშეკრულება, ჯამური თანხით - 20,000 ლარი,

 

ახალი და გაფართოებული საწარმოები

2020წლის მდგომარეობით გაიხსნა 30 ახალი საწარმო და გაფართოვდა 55 საწარმო.

30 ახალი საწარმო (14 - შეღავათიანი აგროკრედიტის, 1 - აწარმოე საქართველოს, 15 - შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში).

 

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი

პროექტის მიზანი:

სოფლად მცხოვრები ფერმერებისა და გლეხებისათვის, რომლებიც წლების მანძილზე მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებას ვერ ახერხებდნენ, ხვნის პროცესში დახმარება.

პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ფერმერებმა და გლეხებმა სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღეს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი; პროგრამის ფარგლებში დამზადდა საბანკო ბარათი,  ე.წ. „აგრობარათი“.

ოთხწლიანი პროგრამის განხორციელების შედეგად, პრაქტიკულად მიტოვებულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდათ.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სამეგრელო ზემო სვანეთში ბენეფიციართათვის გამოყოფილი სარგებელი:

2016 წელს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში სამეგრელოს რეგიონში განისაზღვრა  102,171 ბენეფიციარი. 2016 წელს ბენეფიციარებმა მიიღეს 7,010,426 ლარის ღირებულების სარგებელი. დამუშავდა    36,834 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

2015 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში განისაზღვრა 101,235 ბენეფიციარი. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს  6,870,769 ლარის ღირებულების სარგებელი. ჯამში დამუშავდა   37,202 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

2014 წელს სამეგრელოს რეგიონში პროექტის ფარგლებში განისაზღვრა 100,256 ბენეფიციარი. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს 10,438,967 ლარის ღირებულების სარგებელი. ჯამში დამუშავდა  36,903 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

2013 წელს საგაზაფხულო სამუშაოების პროექტში სამეგრელოს რეგიონში განისაზღვრა  97,568 ბენეფიციარი. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს 26,659,144 ლარის ღირებულების სარგებელი. ჯამში დამუშავდა  36,033 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

 

სურსათის უვნებლობა

აქტიურად მიმდინარეობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება სასწავლო დაწესებულებების, საბავშვო ბაღების კვების ბლოკების,  სასაკლაოების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოების, საზოგადოებრივი კვებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი.

 

სოფლის მეურნეობის ლაბორატორია

განხორციელებულიდა  მიმდინარე  ღონისძიებები

2013 წლიდან  სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ ინტენსიურად მუშაობს  რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე.

სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს  ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია ცხოველთა დაავადებებისა და სურსათის კვლევებს ახორციელებს.

2015 წლის ზაფხულში  ზუგდიდის ლაბორატორიაში  დაინერგა სურსათისა და წყლის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ–ქიმიური კვლევები;

მააკრედიტებელი ორგანოს -ANAB-ის მიერ - 2016 წლი სიანვარში განხორციელებული ვიზიტის დროს,  ზუგდიდის ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა ;

2014 წელს განხორციელდა: ლაბორატორიის პერსონალის სწავლება სურსათის და  ცხოველთა საკვების უვნებლობისა და საკვებად ვარგისიანობის დასადგენად მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით;

ლაბორატორიის პერსონალის სწავლება სასმელი წყლის და უალკოჰოლო სასმელების (მათ შორის დაფასოებული) უვნებლობისა და სასმელად ვარგისიანობის დასადგენად მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევების მეთოდებით;

2015  წელს განხორციელდა: ლაბორატორიის პერსონალის სწავლება სურსათის და  ცხოველთა საკვების უვნებლობისა და საკვებად ვარგისიანობის დასადგენად ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით;

ლაბორატორიის პერსონალის სწავლება სასმელი წყლის და უალკოჰოლო სასმელების (მათ შორის დაფასოებული) უვნებლობისა და სასმელად ვარგისიანობის დასადგენად მიკრობიოლოგიური კვლევების მეთოდებით;

საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოს (The ANSI-ASQ National Accreditation Board) ANAB-ის ექპერტების სამონიტორინგო ვიზიტი, შედეგად 2016 წლის ბოლომდე კვლევების სააკრედიტაციო სფერო გაფართოვდება 10-მდე მეთოდით.

2017 წელი

  • ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით
  • დაინერგა კვლევის ახალი მეთოდები:სკრინიგ ტესტი და დამადასტურებელი (FPA) ბრუცელოზზე
  • ლაბორატორიაში უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა,,ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა’’-ს ფორმატში,აქედან გამომდინარე,თანამშრომლებს უწყვეტად უტარდებათ ბიოუსაფრთხოების მოკლევადიანი ტრენინგები
  • ლაბორატორიაში დამონტაჟდა სტანდარტების შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა
  • ლაბორატორია აღიჭურვა ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით
  • ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია( ANAB Ansi National Accregitation BOARD)
  • ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა სურსათის მიკრობიოლოგიურ კვლევაში საერთაშორისო ტესტირება
  • ლაბორატორიაში გამართულად მუშაობს დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული სისტემა (EIDSS)

 2018 წელი

  • ლაბორატრიაში დაინერგა სურსათისა და სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური კვლევის ISO სტანდარტის შესაბამისი ახალი მეთოდები
  • ლაბორატორიის თანამშრომლები დაესწრნენ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრის(CDC)მიერ გამართულ სემინარს
  • ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია ორ სფეროში:ცხოველთა იფექციური დაავადებისა (ბრუცელოზის კვლევა რბრ და ფპტ)  და სურსათის მიკრობიოლოგიურ კვლევაში

2019 წელი

  • ლაბორატრიის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაზე.თემა: ,,ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპები,ზოონოზური დაავადებების გამოვლენა და კონტროლში ჩართულობა’’. შეხვედრა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ
  • გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO)ლაბორატორიას გადასცა თანამედროვე აპარატურა
  • ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ტესტირება და ეროვნული აკრედიტაცია ცხოველთა ინვაზიურ დაავადებებზე

2020 წელი

  • ცხოველთა(მ.შ.თევზი,ფრინველი,ფუტკარი) დაავადებების კვლევა
  • სურსათის კვლევა.კერძოდ,სასმელი წყლის ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა: მეზოფილურ ანაერობული და ფაკულტატური ანაერობები,ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები,ეშერიხია კოლი,ფეკალური სტრეპტოკოკი და ფსევდომონა აეროგინაზას აღმოჩენა დაფასოებულ წყალში
  • ლაბორატორიის თანამშრომლებმა წარმატებით გაიარეს სხვადასხვა საკვალიფიკაციო ტესტირებები
  • ლაბორატორიამ ასევე წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია,ლაბორატორია აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებს
  • ლაბორატორიაში შემოვიდა 1158 ნიმუში, ჩატარდა 1449 კვლევა

დაგეგმილია ლაბორატორიაში დაინერგოს სურსათში სალმონელას და ლისტერია მონოციტოგენეზის კვლევა

 

სოფლის მეუერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში 2014 წლიდან დღემდე:

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში 112 სოფელში გადამზადდა 6350 ფერმერი;

4700-მდე ფერმერს, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელს ჩაუტარდათ 70-ზე მეტი ტრენინგი მცენარეთა დაცვის, ფუტკრის მოვლა-მოშენების, ჩაის კულტურის და თხილის მოვლა-მოყვანის მიმართულებით;

2017 წელს აღდგა მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რომლის მიზანია უძველესიქართულიფუტკრისმეგრულიპოპულაციისაღდგენა, სასელექციოდასანაშენესაქმიანობის განხორციელება. ინფრასტუქტურული პროექტის ფარგლებში განახლდა ლაბორატორიები.

2018 წელს მოეწყო საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ლესიჭინეში (3 ჰა ფართობზე), სადაც  ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან ადაპტაციის მიზნით შეიქმნა ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობა. ასევე განხორციელდა და დღემდე მიმდინარეობს ერთწლოვან და თაფლოვან კულტურებზე კვლევითი სამუშაოები. 

 

საქართველოს მელიორაცია

2012 წლიდანდღემდესამეგრელო-ზემოსვანეთის    რეგიონშისამელიორაციოინფრასტრუქტურის სამუშაოებისთვის გამოიყო  14285701.78

ლარი. რეაბილიტაციისპროგრამისფარგლებშიაღდგენითისამუშაოებიჩაუტარდა 1254კმ. სადრენაჟეარხს, 314 ჰიდროტექნიკურ ნაგებობას, 1 სათავენაგებობასდა 4სატუმბსადგურს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო