სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ჯანდაცვის ობიექტები

სამეგრელო-ზემო სვანეთში ფუნქციონირებს 9 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (თვითმმართველობის დელეგირებული სამსახურები)

სამეგრელოს რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრები

რაიონი

ცენტრისდირექტორი

საკონტაქტო ნომერი

1

ზუგდიდი

ნანა ოდიშარია

595-956-105

2

აბაშა

მადონაქოიავა

595-956-104

3

სენაკი

ანა ჭიჭაღუა

579-24-95-34

4

მარტვილი

როზა ჯანაშია

555-90-68-04

5

წალენჯიხა

თამარ კვარაცხელია

591-05-61-05

6

ჩხოროწყუ

ნონა ჯომიდავა

595-956-108

7

ხობი

შორენა საბახტარაშვილი

595-956-148

8

მესტია

ნიალი ბაჟალავა

595-956-109

9

ფოთი

ნანა მხეიძე

514 070-777

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების დელეგირებული უფლებამოსილებები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში  “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას;

ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზებას;

დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის 3​​1 და 3​2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს;

ვ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისთვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღებას, შენახვასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის განაწილებას;

ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარებას ეპიდსაშიშროებისას;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობას;

ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.

 

მუნიციპალიტეტი  საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს სოციალური დახმარებისა და სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით - ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები,  საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი‘’- ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით,  საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, შესაბამისი სამინისტროს (უწყების) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით მიღებული ნორმების შესაბამისად.

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის ყველა ტიპის დაწესებულებათა რაოდენობა შეადგენს 199 საბაზო ერთეულს. მათ შორის:

აბაშა – 18 სამედიცინო დაწესებულება ( 15 ამბულატორია);

ზუგდიდი – 56 სამედიცინო დაწესებულება (29 ამბულატორია);

მარტვილი – 23 სამედიცინო დაწესებულება (19 ამბულატორია);

მესტია – 12 სამედიცინო დაწესებულება (11 ამბულატორია);

სენაკი – 14 სამედიცინო დაწესებულება (15 ამბულატორია);

ფოთი – 13 სამედიცინო დაწესებულება (11 ამბულატორია);

ჩხოროწყუ – 19 სამედიცინო დაწესებულება (15 ამბულატორია);

წალენჯიხა – 24 სამედიცინო დაწესებულება (18 ამბულატორია);

ხობი – 20 სამედიცინო დაწესებულება (16 ამბულატორია);

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური ქსელი წარმოდგენილია 149 ამბულატორიით.

 

სამედიცინო დაწესებულებები მუნიციპალიტეტების მიხედვით

 

აბაშა    ზუგდიდი    მარტვილი    მესტია    სენაკი    ფოთი

ჩხოროწყუ    წალენჯიხა    ხობი

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო