სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ტურიზმი

სამეგრელო-ზემო სვანეთს აქვს ტურიზმის, როგორც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორის განვითარების მაღალი პოტენციალი, რასაც განაპირობებს ისეთ ფაქტორთა ერთობლიობა, როგორიცაა კოლხეთისა და სვანეთის უძველესი კულტურა, უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, მღვიმეები და გამოქვაბულები, საჯომარდო და საპიკნიკო ადგილები, ჭარბტენიანი კოლხეთის დაბლობი და მისი იშვიათი ბუნება, რეგიონის გეოგრაფიული თავისებურება - ლანდშაფტური მოზაიკა და ბიოლოგიური მრავალფეროვნება, ზემო სვანეთის მყინვარები, შავი ზღვის აკვატორია და განვითარებადი კურორტული ზონები. ყოველივე ეს განსაკუთრებულ პირობებს ქმნის სხვადასხვა სახის ტურიზმის (საავტომობილო, საცხენოსნო, საფეხმავლო ტურიზმი, ეკოტურიზმი, საზღვაო-სანაოსნო, სამდინარო-სანაოსნო, სამონადირეო ტურიზმი, სამოყვარულო თევზჭერა, ფრინველებზე დაკვირვება, აგროტურიზმი, შემეცნებითი ტურიზმი, პილიგრიმული ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი და სხვ.) განვითარებისათვის.

ტურისტული თვალსაზრისით, უნიკალურ ობიექტს წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც სამეგრელოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და რომლის სახმელეთო ნაწილის ფართობი 28571 ჰა-ს, ხოლო ზღვის აკვატორია - 1574 ჰა-ს შეადგენს. 1996 წელს კოლხეთის ეროვნულ პარკს რამსარის კონვენციით საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა. კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და სხვა ინფრასტრუქტურა (დაცულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა განთავსებული: პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობები, მცველთა თავშესაფრები, ფრინველთა სათვალთვალო და დარგოლვის ცენტრი, საინტერპრეტაციო დაფები, საინტერპრეტაციო ჯიხურები, ნავმისადგომები, შესასვლელები, ტურისტული ბილიკები) საგანგებოდ ისე დაპროექტდა, რომ მისი მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალა და ტექნოლოგიები უვნებელი ყოფილიყო გარემოსა და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მის დასათვალიერებლად მოდიან. პარკს კარგი პერსპექტივა აქვს ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მასობრივი მიგრაციის პერიოდში, აქ მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი, პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ფრინველთა სათვალთვალო კოშკები, ხოლო ტურისტთა განთავსება შესაძლებელია როგორც ეროვნულ პარკში არსებულ ვიზიტორთა სახლში, ისე ფოთის, გრიგოლეთისა და ანაკლიის სასტუმროებში. სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტები, თუმცა, ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალებას კატარღები და ნავები წარმოადგენს. კოლხეთის ეროვნულ პარკში ვიზიტს უფრო საინტერესოს ხდის მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული არქეოლოგიური და კულტურის ძეგლები: ლაზიკის ძველი დედაქალაქი არქეოპოლისი (ჩვ.წ.აღ.მდე II-IX საუკუნეების წარწერებითა და ფრესკებით), მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, ხობის მონასტერი, ცაიშის ეკლესია, ხობის დედათა მონასტერი და კორცხელის მონასტერი. ეკოტურიზმის თანმდევი სახეების - სამონადირეო, სათევზაო, საცხენოსნო და აქტიური ტურიზმის სხვა სახეების დანერგვა-განვითარების კარგ საფუძველს იძლევა ენგურის წყალსაცავი და მდინარის შუა და ზემო წელი, აგრეთვე მარტვილის მღვიმეები და ტობავარჩხილის ტბები. მდ. ენგურზე არის შესანიშნავი პირობები სპორტული ნაოსნობისა და რაფტინგის განვითარებისათვის.

ზემო სვანეთი საქვეყნოდ ცნობილი ბუნებრივი სილამაზის ადგილია, მას აქვს არაჩვეულებრივი ლანდშაფტი, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სულ უფრო მეტ ტურისტსა და დამსვენებელს იზიდავს.

რეგიონში გვხვდება, როგორც საზღვაო ისე სამთო-სათხილამურო კურორტები. აშენდა ჰაწვლის და თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტები. ისინი კი ვინც უპირატესობას საზღვაო კურორტებზე დასვენებას ანიჭებენ შეუძლიათ ანაკლიასა და განმუხურში დაისვენონ. ახალი ბულვარი და დამხმარე ინფრასტრუქტურა შენდება ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო