პროექტ-დაიჯესტი
ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“დაფინანსებით ხობის ცენტრალურ ნაწილში კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება. აღმაშენებლის, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას, ბერიას, სტალინის, რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩებზე ხორციელდება ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება, ასევე-მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვა. სამუშაოებს შპს „შარაგზამშენი პირველი“ ახორციელებს.პროექტის საწყისი ღირებულება 431089,0 ლარს შეადგენს, ხოლო ტენდერის შედეგების მიხედვით სამუშაოს ღირებულება 399998,0 ლარით განისაზღვრა.
ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები 2014 წლის 30 მაისს დაიწყო და 2014 წლის 27 ივლისს დასრულდება.