პროექტ-დაიჯესტი
ჩხორიის თემში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის თემში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს ის პროექტებია, რომელიც სოფლის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია.
ჩხორიის თემში, მდინარე მახარიაზე, მიმდინარეობს ხიდ – ბოგირების მშენებლობა. სოფელ ზემო ჩხორიის ცენტრალურ გზაზე კი მოსაცდელის მშენებლობა. დასრულებულია ასევე ჩხორიის სამოყვარულო თეატრის ეზოს შემოღობვა.
დაგეგმილია თეატრის სახურავის შეცვლა.
სოფელ ტყაიაში მინი სპორტული სტადიონის მშენებლობაც დასრულდა.
ჩხორია – ზედაეწერის თემში 14 ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და შიდა გზები მოიხრეშა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად 1328 კომლის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა.
მიმდინარე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.