პროექტ-დაიჯესტი
მდინარე ყულისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა
2014-10-02 15:56:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელსა და კოლხიდაში, მდინარე ყულისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მშნებლობა დასრულდა. რეგიონალური განვითარების ფონდისა და არასამთარო ორგანიზაცია „NEO” თანადაფინანსებით(55 736 ლარი) გაკეთდა 300 მეტრის გაბიონი. მდინარე ყულისწყალის ადიდების შედეგად ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა და საკარმიდამო ნაკვეთები იტბორებოდა. ეს მონაკვეთი გაუვალი იყო ფეხით მოსიარულეთათვის. ადიდებული მდინარე ასევე აზიანებდა ცენტრალური გზის მონაკვეთს. ნაპირსამაგრის მშენებლობამ ორი სოფლის 50-მე ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გააუმჯობესა.