პროექტ-დაიჯესტი
აბაშის ცენტრში სკვერი მოეწყო
2014-05-22 15:44:00
აბაშის ცენტრალურ ნაწილში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია 2014 წლის მაისში დასრულდა. პროექტი დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტით და ღირებულებამ შეადგინა 9 705,00 ლარი.
სამუშაოები შეასრულა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს. „ბილდინგ გრუპ ჯორჯია“ -მ.