სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორ ლევან შონიას განცხადება

2016-11-18 13:21:00

მეცხრე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველად შეიკრიბა. ეს პარლამენტი ისტორიაში ნამდვილად შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიულად არჩეული. ვულოცავ თითოეულ დეპუტატს და წარმატებებს ვუსურვებ. განსაკუთრებით მახარებს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში სამეგრელოდან შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მათ ძალიან ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი ჩვენი რეგიონისთვის, მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

განსაკუთრებულ მადლობას კი ამომრჩეველს ვეუბნები, იმ დიდი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის რაც ჩვენი რეგიონის მოსახლეობამ გამოგვიცხადა. ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი უარს ეუბნებიან ძალადობას, ტერორს, ადამიანის უფლებების უგულებელყოფას. მადლობა მათ განსაკუთრებული სიმტკიცის და გამძლეობისთვის. სამეგრელომ ამ არჩევნებზე საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის თავისუფლების, სწრაფი განვითარების, კეთილდღეობის, უკეთესი მომავლის და წინსვლის  მოსურნეა. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ჩვენს რეგიონზე, ჩვენთვის უმთავრესია თითეული მოქალაქე, მისი უფლებები, საჭიროების გათვალისწინება და პრობლემის გადაჭრა. კიდევ ერთხელ ვუხდი თითოეულ მოქალაქეს ამ დიდი ნდობისთვის მადლობას.

მე ღრმად მწამს რომ ჩვენი მაჟორიტარები ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში - მერაბ ქავარაია ქალაქ ზუგდიდიდან, ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, ირაკლი (დაჩი) ბერაია ხობიდან, ირაკლი ბერაია სენაკიდან, ოთარ დანელია მარტვილი-აბაშიდან, ირაკლი ხახუბია ფოთიდან, გოგა გულორდავა წალენჯიხა-ჩხოროწყუდან ყველაფერს გააკეთებენ მოქალაქეების ინტერესების გასატარებლად. მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, მიმართეთ მათ ბიუროებს, მოგვმართეთ ჩვენ ინიციატივებზე, პრობლემებზე, საჭიროებებზე. მოქალაქე და მისი უფლებები ჩვენი მთავრობისთვის ყველაზე წინ დგას და ეს მონაპოვარი ქართველ ხალხს ეკუთვნის.

წინ მნიშვნელოვანი და სასიკეთოდ გარდამტეხი 4 წელი გველოდება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, დიდი ნდობისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის!

 

ლევან შონია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო