სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობის ცენტრალურ სტადიონს სრული რეაბილიტაცია უტარდება

2016-11-10 10:32:00

ხობში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება ტრიბუნები, მონტაჟდება 4000 ინდივიდუალური სკამი, შენდება ადმინისტრაციული შენობა, სპორტსმენთა მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები, იცვლება განათების და წყლის სისტემები.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია.

 „ფეხბურთელებს აქამდე  ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ, არ არსებობდა მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები, ადმინისტრაციის შენობა, მაყურებელს არ ჰქონდა ტრიბუნა და სკამი, მაგრამ ძალიან მალე ხობელ სპორტსმენებს ექნებათ ძალიან კონფორტული სტადიონი  და ეს ძალიან მახარებს“ - განაცხადა,მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორმა.

ხობის სტადიონის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდიან ორ ეტაპად ხორციელდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონამდე ლარია. სამუშაოს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს. სტადიონის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს  დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო