სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრაზე ანაკლიის განსახლების სამოქმედო გეგმა განიხილეს

2016-10-26 14:19:00

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, განსახლების სამოქმედო გეგმის შექმნაზე მომუშავე კომპანია „გეგოგრაფიკის“ წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ამ დროისთვის არსებულ მონაცემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ამჟამად, კომპანიის მიერ უკვე აღწერილი მონაცემების გადამოწმება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის 519 ნაკვეთი და 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია აღწერილი, რომელიც განსახლების გეგმაში შევა. კომპანიამ ის მიწის ნაკვეთბი და შენობა ნაგებობები აღწერა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა. განსახლების გეგმის შემუშავება, მიწის ყიდვა და კომპენსაციების გაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზრო ღირებულებით და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძოდ კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ნორმების მიხედვით მოხდება.

გუბერნატორის განცხადებით, არცერთი მესაკუთრე შესაბაისი კომპენსაციის გარეშე არ დარჩება და დრო როდესაც მოქალაქეებს მიწებს და საკუთრებას ართმევდნენ წარსულს ჩაბარდა. შეხვედრას გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ეკონომიკის სამინისტროს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, საჯარო რეესტრის, წარმომადგენლები და ანაკლიის რწმუნებული ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო