სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გუბერნატორმა ზუგდიდში თხილის ახალი საწარმო მოინახულეს

2016-10-18 15:16:00

სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში კიდევ ერთი თხილის საწარმო შპს  „ჯი ენ კომპანი“  ამოქმედდა. საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე ნასარიძემ დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

საწარმოში 30-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტონა მოხალულ თხილის გულის, მოხალულ-დაჭრილ თხილის გულს და თხილის ფქვილს აწარმოებს. პროდუქცია საექსპორტოდ ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 557 412 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 222 906 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო  278 706 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახალის საწარმოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა: „სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ერთიანი აგროპროექტის მეშვეობით განხორციელდა 154-ე საწარმოს გახსნა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი, თანამედროვე, ტექნიკური ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოების გახსნა და წარმოების პროცესის დათვალიერება. საწარმო ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს და მიმდინარეობს ყველა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა საგრანტო პროექტის ფარგლებში, აპრიორი მოთხოვნაა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა იმისთვის, რომ ქართული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების კონკურენტუნარიანობა მაქსიმალურად იყოს ამაღლებული“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ქარხანა, მეორად პროდუქტზე მუშაობს და ადგილობრივი მეწარმეებისგან თხილის გულს იღებს, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა სახეობად ამუსავებს: „ნიშანდობლივია ის, რომ ეს ქარხანა მუშაობს მეორად პროდუქციაზე. პერიოდულად ადგილობრივ მეწარმეს, პრობლემა ექმნება მეორადი პროდუქციის რეალიზებაზე, რადგან ყველა ქარხნები არ ღებულობენ მას. ვთვლი, რომ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქარხნის როლი. ქარხანა პროდუქტს ამუშავბს, ახარისხებს და ექსპორტზე გადის ევროპულ ბაზარზე. დასაქმებულებს საშუალოდ 500 ლარი აქვთ ხელფასი და ეს მნიშვნელოვანია. ქარხანას გადაწყვეტილი აქვს მომავალში გაფართოება, სადაც უფრო მეტი ადგილობრივი დასაქმდება“ - აღნიშნა ლევან შონიამ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს უახლოეს მომავალში. ISO:22000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694  დოლარი ბენეფიციარს სოფლისმეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა,  4,490 დოლარის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა, ხოლო დარჩენილი, 1,796 აშშ დოლარის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო. შპს ჯიენკომპანი ელოდება საბოლოო აუდიტის დასკვნას, რომელიც დაგეგმილია ოქტომბრის ბოლოს და შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს ნოემბრის ბოლოს.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა, როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 153 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო