სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში სამკერვალო საწარმოს ჩაეყარა საფუძველი

2016-10-05 11:33:00

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ფოთში, ახალი სამკერვალო საწარმოს საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. უცხოური ინვესტიციით შექმნილი შპს „აჭარა ტექსტილი“ 6 თვეში ფოთში უახლოესი საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებას გეგმავს, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას აპირებს. 

შპს „აჭარა ტექსტილი“ აღნიშნული ბიზნეს-პროექტის განხორციელებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გეგმავს. კომპანია სარგებლობს სამთავრობო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომპანიას საწარმოს ასაშენებლად საჭირო ტერიტორია 4 ჰა მიწის ფართობი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ნომინალურ ფასად გადაეცა.

„რთული დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც 6 თვეში აქ უკვე იდგება ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური საფეიქრო ფაბრიკა, რომელიც თავდაპირველად 1500 პირს დაასაქმებს, ხოლო საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას ჯამში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება, თუმცა ეს რეალურია და ამ ყველაფრის მომსწრეები თავად გახდებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციაზე. მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი 15 მილიონ აშშ დოლარამდე დახარჯავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოს სრულად ამოქმედების შემდეგ ფოთში მოსახლე ყველა ქალბატონს, რომელსაც დასაქმების სურვილი ექნება, ამის რეალური შესაძლებლობა გაუჩნდება. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აჭარა ტექსტილი“ წარმატების მხოლოდ 1 მაგალითია, მხოლოდ ერთი იმ 205 საწარმოდან, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და რომლის დახმარების შედეგად ჯამურად 445 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.“ მისი თქმით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს პოტენციურ ინვესტორებთან იმისათვის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალი საწარმოები გაიხსნას და დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდეს. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „აჭარა ტექსტილი“ უკვე ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში და დასაქმებული ჰყავს 2500 ადამიანი. არსებულ საწარმოებში ყოველთვიურად 100 ახალი თანამშრომელი გადის გადამზადების კურსს.  შპს. „აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima ხოლო, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance” და “Under Armour”. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, კერძოდ კი საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათაო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით.

ახალი საწარმოს საძირკველის ჩაყრის ცერემონიას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი და ადგვილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო