სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში ულტრათანამედროვე ცემენტის ქარხანა გაიხსნა

2016-10-04 17:24:00

ფოთში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა გაიხსნა. გახსინის ცერემონიალს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, შვეიცარიის ელჩი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები დაესწრნენ.

ფოთის ცემენტის ქარხნაში 25 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო. ქარხანაში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და მათი უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია. პირველ ეტაპზე საწარმო 250 000 ტონა ცემენტის წარმოებას გეგმავს. ქარხანა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების 11 ფილტრით, რაც უზრუნველყოფს ჰაერის სიწმინდეს ევროსტანდარტების შესაბამისად. ქარხანაში არსებული უნიკალური ლაბორატორია საშუალებას იძლევა უმოკლეს ვადაში დადგინდეს პროდუქციის ხარისხი, ქიმიური შემადგენლობის ჩათვლით.

„როგორც საწარმოს მესვეურებმა აგვიხსნეს აქ შესაძლებელი იქნება, როგორც სტანდარტული მაღალი ხარისხის ცემენტის გამოშვება, ასევე არასტანდარტული სპეციფიური ცემენტების გამოშვება. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ახალ-ახალი პრეზენტაციები და იწყება ახალ-ახალი პროექტები, გუშინ ჩვენ გვქონდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრეზენტაცია, რამედენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან დიდი პრეზენტაცია ქვეყნის სივრცითი განვითარების, ყველაფერს ამას რა თქმა უნდა სჭირდება მომარაგება, სჭირდება მიწოდება სამშენებლო მასალების და სწორედ ასეთი ქარხნები იქნებან ის მიმწოდებლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მშენბებლობაში სამომავლოდ შეიტანენ წვლილს“ - განაცხადა გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„საქართველოს ცემენტის კომპანიამ“ პროექტი ფრანგულ-გერმანულ კომპანია „ლაფარჟჰოლციმთან“ თანამშრომლობით განახორციელა. „ლაფარჟჰოლციმთან“ ცემენტის და ინერტული მასალების ბიზნესში მოსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. იგი ფლობს 2500-ზე მეტ ქარხანას მსოფლიოში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო