სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საქართველოში მეორე ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნა

2016-10-03 12:08:00
საქართველოში რიგით მეორე ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მსგარადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე დაესწრნენ. ტექნოპარკი პრეზიდენტის ზუგდიდის ყოფილ რეზიდენციაში განთავსდა.

ზუგდიდში ტქნოპარკის გახსნის იდეის ავტორ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. გუბერნატორმა დღეს იდეის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს და ინოვაციების სააგენტოს დირექტორს. ლევან შონიას განმარტებით, ტექნოპარკი რეგიონის ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობაა.

„მიხარია, რომ თბილისს შემდეგ მეორე ქალაქი სადაც ინოვაციების პარკი გაიხსნა ზუგდიდია, ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს ექნებათ იმ სერვისებზე წვდომა რაც თბილისის ტექნოპარკშია, მეტიც აქ უფრო ახალი ტექნოლოგიები გვაქვს. რეგიონის ახალგაზრდებს ექნებათ თავისუფალი სივრცე, მათ აქვთ შესაძლებლობა ნიჭის და იდეების რეალიზაციის. მიხარია, რომ ჩვენი რეგიონიდან ახალგაზრდები აღარ წავლენ და მათ შესაზლებლობებს რეგიონის განვითარებას მოახმარენ“ - განაცხადა ლევან შონია.

ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილია როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები, რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში. ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში. 

ზუგდიდის ტექნოპარკი მოიცავს ისეთ ინოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს როგორებიცაა FabLab- სერვისები: მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, სტადი ტური, საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით. ზუგდიდის ტექნოპარკისთვის სამუშაო კადრები ადგილობრივად, კონკურსის წესით შეირჩა, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ თბილისის ტექნოპარკსა და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბებში. 

ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს მის პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. 

ტექნოპარკი არის უნიკალური შესაძლებლობების სივრცე, პროგრესული წინსვლის საშუალება, მომავლის პროფესიების ფორმირების ადგილი და ინოვაციური ბაზრის გაფართოების პლატფორმა. ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. ამას გარდა, აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში. ზუგდიდის ტექნოპარკი შენდება მსოფლიოში და უკვე საქართველოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ტექნოლოგიურ პარკში თავს მოიყრიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში გაცვლიან ინოვაციურ იდეებს და მოახდენენ ამ იდეების კომერციალიზაციას. ტექნოლოგიური პარკი, ერთი მხრივ, ბიზნეს მისცემს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ნიჭიერ ადამიანებს ხელს შეუწყობს იდეების კომერციალიზაციაში მსოფლიოს უმსხვილეს და ცნობილ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში. 

ტექნოლოგიური პარკის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სფეროსთვის, სადაც მათ მაქსიმალური შესაძლებლობები ექნებათ გასავითარებლად. ბიზნესის განვითარებისთვის ყველა პირობა შექმნილია ერთ სივრცეში, სადაც უამრავ საჭირო და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს, როგორც დამწყები ისე მსხვილი ბიზნესი. 

ტექნოპარკის გახსნას ახალგაზრდები და ბავშვები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან დაესწრნენ.
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო