სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

''ენგურჰესის'' განვითარების კონცეფციის წარდგენა

2016-09-20 16:40:00

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელწმიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ენგურჰესის თაღოვან კაშხალს სტუმრობდნენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში, ენგურის კაშხლის მიმდებარედ დაგეგმილია ტურისტულად მიმზიდველი კულტურული საიტის მოწყობა, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ სტუმრებს ძეგლის განვითარების კონცეფცია წარუდგინა, რომელიც ესტონელი ექსპერტების - ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.

მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის დიდი ნაწილი აფხაზეთის მხარეს ეკუთვნის, რაც შესაბამისი დიალოგის შედეგად, შესაძლოა, საერთო მსჯელობის საგანი გახდეს - სათანადო კეთილმოწყობისა და საჭირო დოკუმენტების მომზადების შემთხვევაში, ენგურჰესის უნიკალურ კაშხალს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით მიენიჭა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო