სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი GEM FEST 2017-ის პრეზენტაციას დაესწრო

2016-09-17 16:24:00

დარწმუნებული ვარ, 2017 წლის GEM FEST-ი იქნება გარდამტეხი, ანაკლიის საკურორტო ზონის ჩამოყალიბებაში და ერთი ახალი, ძალიან მძლავრი, სერიოზული კურორტი შეიქმნება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა GEM FEST 2017-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერმა, ფესტივალის მონაწილეებს 2016 წლის GEM FEST-ის წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, 2017 წლის GEM FEST-ი, ახალი კონცეფციით, იქნება სრულიად სხვა დონის, ძალიან სერიოზული line up-ით და მეტი დამსწრე ადამიანით.

"30 ათას ადამიანზე მეტმა მიიღო სიამოვნება, ეს არის ამ ფესტივალის მთავარი მიღწევა და ამდენ ადამიანს დარჩება პოზიტიური, დადებითი მეხსიერება საქართველოს შესახებ. მილიონებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის და მიმდებარე სოფლების მცოვრებლებმა მიიღეს დამატებითი შემოსავალი. ჩვენ ეს მიდამოები გაცილებით უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ძალიან მახარებს, რომ ამ ფესტივალის შედეგად, 30 მილიონზე მეტი დაიხარჯა და მთლიანად ეს თანხა წავიდა ადგილობრივი მცხოვრებლების შემოსავალში, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდება ახალ სასტუმროებზე, რესტორნებზე და ეს იქნება არა მარტო ანაკლიის და მისი მიმდებარე სოფლების, არამედ, საქართველოში ამ მიმართულებით, ტურიზმის განვითარებაში გარდამტეხი მოვლენა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ფესტივალის დამფუძნებელ გიორგი სიგუას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ახალგაზრდებს კი კარგი დროის გატარება უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ფესტივალის წარმატებაში ყველაზე დიდია ახალგაზრდების წვლილი, რომლებმაც, თავიანთი დადებითი მუხტით, GEM FEST-ი პოპულარულად აქციეს.

"ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მე თქვენი სიხარულით ვხარობ. რომ გიყურებთ ამდენ ბედნიერ, პოზიტიურად დამუხტულ ადამიანს, მე თქვენი სიხარული მიხარია და ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც თითოეული თქვენგანი. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, 2017 წელი იქნება სრულიად ახალი, კიდევ უფრო მძლავრი GEM FEST-ის ეტაპის დასაწყისი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.

პრემიერ-მინისტრმა, ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროს ზურაბ ალავიძეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო