სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტის მიმართულებით ორი გზა აშენდება

2016-09-16 20:49:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი აშენდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გზების მშენებლობა ხელს შეუწყობს სვანეთში, ტურისტების რაოდენობის ზრდას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს, რაც მისივე თქმით, გააუმჯობესებს ადგილობრივების საცხოვრებელ პირობებს.

„ეს იქნება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი. ამ გვირაბის აშენების შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილამდე, მთიანი რეგიონების გავლით მოგზაურობა. მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. ამ გზის და გვირაბის აშენების შემთხვევაში სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობესებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და მესტიის და უშგულის გარდა დატვირთავს სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებს - თეთნულდს და ჰაწვალს. ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ასევე გარემონტდება ჯვარი-მესტიის გზა, რომელიც მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება სამეგრელოსა და სვანეთის დასაკავშირებლად „ეს იქნება ერთიანი წრიული ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილი“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო