სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება

2016-09-10 15:21:00

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივებთან ერთად, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია ნიკოლოზ ანთიძემ გამართა.

ნოქალაქევის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. მიმდინარე წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია მილიონ სამასი ათასი ლარი. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, IV-VIII სს. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს", ,,არქეოპოლისს" წარმოადგენდა.

ეგრისის მეფეთა რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი - ქალაქის ქვედა ნაწილი; მონაკვეთი ფერდობზე - გარნიზონისთვის და მთის პლატოზე მოთავსებული - შიდა ციხე. სამნაწილიანი ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. 

სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა" გუმბათიანი ტაძრი (VI ს.). 

დღეისათვის ფუნქციონირებს არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილიანოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები (ძვ. წ. II ათასწ. - XIX ს.).

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ ისტორიული ეგრისის (დასავლეთ საქართველო IV-VIII სს.) სამეფო დედაქალაქის ,,ციხეგოჯი" ,,არქეოპოლისის" განვითარების, 22 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა. 

დოკუმენტაციაში წარმოდგენილი კომპონენტების შესრულება შესაძლებლობას იძლევა,მომზადდეს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი შესაბამისი ნომინაცია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო