სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

''არიკ ჯგუფი'' სამეგრელოში ინვესტიციებს დებს

2016-09-08 10:22:00

,,არიკ ჯგუფი” სამეგრელოში ინვესტიციებს ტურიზმსა და აგროსექტორში დებს. შესაბამისი მემორანდუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსა და კომპანიის პრეზიდენტს შორის გაფორმდა. ირანულ-ამერიკელი კომპანიის წარმომადგენლები ხუთვარსკვალიანი სასტუმროს აშენებას, ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლზე გეგმავენ, “არიკ ჯგუფი“ აბაშაში, წყემის პარკში მწანე სასტუმროების ქსელის აშენებასაც გეგმავს, ამავდროულად ინვესტორები რეგიონში მოცვის მოყვანას და გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას აპირებენ.

„ეს მემორანდუმი არის ძალიან დიდი მშენებლობების დასაწყისისი წინაპირობა, ინვესტორი ძალიან მალე დაიწყებს უშუალოდ მშენებლობის პროცესს. ჩვენ ერთად გვექნება პრეზენტაცია და საზოგადოებას გავაცნობთ თუ რას გეგმავს „არის ჯგუფი“ ჩვენს რეგიონში. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ინვესტიციების შემოსვლას“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორმა.

„ჩვენ გვაქვს საქართველოში მოღვაწეობის გამოცდილება, კერძოდ კახეთში 2500 ჰექტარზე გვაქვს ინვესტიცია განხორციელებული. რაც შეეხება მემორანდუმს - ეს არის ინდუსტრიულ-ტურისტული პროექტი. ჩვენ დიდი ხანი ვსმჯელობთ, მსგავს საკითხებზე ბატონ გუბერნატორტან და საქართველოს მთავრობასთან. მათთან გავიარეთ საკითხები, რისი ფინალიც არის ის მემორანდუმი რასაც დღეს ხელი მოვაწერეთ. ძირითადი მიმართულებები რაც ჩვენ გამოვყავით ეს არის აგროსექტორი და ტურიზმი. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი პროექტი იქნება წარმატებული და უახლოეს ვადებში დასრულდება. ამ პროექტების გარშემო გაერთიანდება უამრავი ადამიანი და გამოუშვებს იმ პროდუქტს რასაც ჩვენ ვგეგმავთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ აგროკულტურაში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით გავუმასპინძლდეთ ტურისტებს. რაც შეეხება დასაქმებას, ჩვენ ვაპირებთ ანალოგიურად როგორც კახეთში, დავასაქმოთ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „არიკ ჯგუფის“ პრეზიდენტმა აფრაზ რავარიმ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
2930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო