სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერი დარჩელში მეწარმეებს შეხვდა

2016-09-02 21:28:00

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ამდენი სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტი საქმიანი, ინიციატივიანი ადამიანის დასახმარებლად, რომელსაც სურს, წამოიწყოს თუ გააფართოოს თავისი ბიზნესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დარგის მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებმაც სახელმწიფოს დახმარებით, ახალი საწარმოები შექმნეს და არსებული - გააფართოეს.

150 მეწარმე დღეს კოოპერატივ დარჩელში შეიკრიბა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე მოდელს წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი საწარმოების შექმნა არის მნიშვნელოვანი ლოკომოტივი ქვეყნის განვითარებისთვის და მადლობა გადაუხადა მეწარმეებს, რომელთა ბიზნესინიციატივის გარეშე, მთავრობის ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანდა.

"დღეს აქ წარმოდგენილები არიან დიდი და შედარებით მცირე საწარმოები. დიდი საწარმოების შემთხვევაში გვქონდა სპეციალური დახმარების პაკეტები, რომლებიც მორგებული იყო უფრო დიდ ინიციატივებზე. მცირე საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფომ შეიმუშავა სპეციალური ინსტრუმენტები, რომლითაც ისინი წახალისდნენ. დღეს, საწარმოს სიდიდეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რამხელა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში ინიციატივიანი, გამრჯე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, თვითონ გახდეს ბიზნესის მფლობელი, თვითონ უზრუნველყოს საკუთარი ცხოვრება, არ ეძებოს სამუშაო ადგილი სხვაგან, არ მიადგეს დასაქმების სათხოვნელად მთავრობას, არამედ თვითონ იფიქროს იმაზე, რომ სხვები დაასაქმოს. ეს არის ის ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, რევოლუცია, რომელიც მთელი ჩვენი ერის აზროვნებაშია მოსახდენი და ეს არის ყველაზე სასიხარულო", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს იყო უმთავრესი მიზანი, რომელსაც მთავრობა მრავალი სახელმწიფო პროგრამის წამოწყებისას ისახავდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ მხარდაჭერის პროგრამებს აუცილებლად განაგრძობს და პირადად ყველაფერს გააკეთებს, რომ უკვე შექმნილი კომპანიებისთვის რომლებიც ხელისუფლების თანადგომა კიდევ უფრო გაფართოვდეს, შემუშავდეს საინტერესო ინსტრუმენტები რათა, რათა მათ მუშაობა და პროდუქციის რეალიზაცია გაუმარტივდეთ, მიიღონ მეტი შემოსავალი, განახორციელონ ექსპორტი და აითვისონ ახალი ბაზრები.

"მთავარი მიზანი იმისა, რასაც ერთად ვაკეთებთ, არის ის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები, რომელიც დღეს არის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით დარჩელში და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც 600 მცირე გლეხური მეურნეობისგან შეიქმნა კოოპერატივი, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანად აწარმოებს ნაწარმს, დანერგა ახალი ტექნოლოგიები, შეამცირა თითოეული მონაწილის დანახარჯები და ეფექტური გახადა წარმოება მთლიანობაში. ეს კოოპერატივი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს ჩვენ საქართველოს გაძლიერებას სწორედ ამგვარი მოდელის მეშვეობით ვხედავთ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სოფლის მეურნეობა სტრატეგიული დარგია; დღეს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩაბმულია სოფლის მეურნეობაში და იმისთვის, რომ დარგი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, აწარმოოს იმ სტანდარტების, იმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც მოთხოვნადი იქნება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საჭიროა გადაიარაღება და ახალი ტექნოლოგიები.

"საგარეო ბაზარი გვჭირდება იმიტომ, რომ 3,7 მილიონი მოსახლეობის 3პიბაზარზე გათვლილი წარმოება ძალიან რთულია, იყოს კონკურენტუნარიანი იმ წარმოებებთან მიმართებაში, რომლებიც გათვლილია 50 ან 100-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარზე. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული წარმოება, რომელიც საქართველოში შეიქმნება, გათვლილი იყოს ექსპორტზე, რათა უფრო კონკურენტუნარიანი და წარმატებული იყოს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, მნიშვნელოვანია გადაიარაღება, რომლის ორი აპრობირებული გზა არსებობს - მსხვილი ინვესტორების შემოყვანა, ამ გზით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების გაერთიანება და მაშსტაბური, ეფექტიანი საწარმოს შექმნა, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ხოლო, მეორეა - კოოპერაცია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კოოპერაცია, დარჩელის შემთხვევაში, ნიშნავს 600 მცირე მეწარმის და მფლობელის გაერთიანებას ერთიან საწარმოში, ისე რომ კოოპერატივის არც ერთი მონაწილე არ კარგავს საკუთრებას მიწასა და ქონებაზე, მაგრამ კოოპერაციისა და სპეციალური სახელმწიფო დახმარების მეშვეობით ისინი ახდენენ ისეთ გადაიარაღებას, რომლის მეშვეობით აღწევენ საერთაშორისო სტანდარტს და ხდებიან კონკურენტუნარიანი.

"ანუ, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ისინი აღწევენ მასშტაბის ეკონომიას. რა თქმა უნდა, საქართველოს რეალობაში გაცილებით უფრო მომგებიანად მიგვაჩნია კოოპერაციის გზით გამსხვილება, ანუ ისე, რომ წვრილი მეწარმე, გლეხი არ კარგავს საკუთრებას საკუთარ მიწაზე, არ ხდება დაქირავებული მსხვილ საწარმოში, ანუ ერთი ინვესტორის ქვეშ, არამედ ინარჩუნებს საკუთარ მიწას, საკუთარ ნაკვეთს თუ ქონებას, მაგრამ კოოპერაციის მეშვეობით ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, იყენებს სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ მექანიზმებს და სწორედ ამ გზით იქმნება მაშსტაბური საწარმო, რომელიც კონკურენტუნარიანი ხდება საერთაშორისო მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზეც. სწორედ ამის მაგალითია დარჩელის კოოპერატივი და გვიხარია, რომ უკვე 1638 კოოპერატივია დარეგისტრირებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრ ოთარ დანელიას, მისი გუნდის ყველა წევრს, რომლებმაც, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს გზა უნდა გაგრძელდეს და სახელმწიფომ ამგვარი კოოპერაციის წახალისება უნდა განაგრძოს. მთავრობის მეთაურმა შვეიცარიელი ინვესტორის დახმარებით შექმნილი "ბლაუენშტაინ საქართველოს", წარმატებულ მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პრემიერი მიიჩნევს, რომ კოოპერაცია არის ყველაზე სწორი მოდელი, რომელიც საქართველოს სინამდვილეს ესადაგება.

"ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ვხედავთ ამდენ ადამიანს, რომელიც ახალი საწარმოს მფლობელია და ამ მფლობელობას არაფერი ემუქრება. ისინი გაცილებით ეფექტურ წარმოებაში არიან ჩართულნი, იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. ვნახეთ პროდუქცია, რომელიც უმაღლესი გემოვნური თვისებებისაა, ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი ყველანაირ ბაზარზე. რაც შეეხება ევროპული სტანდარტების დანერგვას, ამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, ისე, რომ არც ერთი ადგილობრივი ფერმერის ინტერესი არ დავაზიანოთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ამ გადასვლის თანდათანობითი ხასიათი და დაგეხმაროთ ყველა თქვენგანს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში ვიმყოფებით. 150 ახალი საწარმოს გარდა, სახელმწიფოს დახმარებით, 700-ზე მეტი საწარმო გაფართოვდა, განავითარა წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების პროცესი და ეს მიმდინარეობს ისე, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალდატანებითი გამსხვილება, გვაქვს წახალისების მექანიზმებით, ნებაყოფლობითი კოოპერაცია, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ქართულ პროდუქციას დღეს გახსნილი აქვს ევროპული ბაზარი, ბევრი მეზობელი ქვეყნის ბაზარი და მთავრობა ჩინეთის ბაზრის გახსნის მიმართულებითაც მუშაობს.

"ეს არის ძალიან პერსპექტიული ბაზარი და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ორ მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო ჩინეთის ბაზარზე იყიდება. ეს არის ძალიან დიდი დივერსიფიკაციის, ანუ რისკების გადანაწილების პროცესი, რომელიც საქართველოს სავაჭრო პოტენციალს ერთიორად, ერთი სამად გაზრდის და დაგვირგვინდება იმით, რომ მეტი მოთხოვნა იქნება ჩვენს ადგილობრივ პროდუქციაზე, ბევრი ადამიანის ოჯახში მივა კეთილდღეობა და ბევრი ადამიანის ოჯახი გაიხარებს ამ შესაძლებლობებით, რომელიც შექმნილია, თქვენთან ერთად, მთავრობის ინიციატივით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები ვართ, თითოეულ ჩვენგანს დადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი აგური ამ ცვლილების პროცესში და ეს უნდა გავაგრძელოთ. თქვენ იქნებით პიონერები ამ დიდი ცვლილებისა საქართველოში. თქვენ იქნებით მასწავლებლები ყველა დანარჩენისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ თეთრი შურით მშურს თქვენი, რადგან თქვენ ხართ პირველები ამ დიდი ცვლილებების პროცესში. სწორედ ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ დიდ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენს მრავალრიცხოვან არმიას დაემატონ ახალი ინიციატივიანი, გამრჯე ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით შექმნიან საკუთარ ცხოვრებას. გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, მოგვმართეთ და სახელმწიფო აუცილებლად მხარში დაგიდგებათ, იმიტომ რომ ძლიერი სოფელი არის ძლიერი საქართველო. ძლიერი კოოპერატივი არის კეთილდღეობა ყველა თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ადგილობრივი მეურნეობების წახალისება, ქართული საწარმოო პოტენციალის შექმნა და საერთაშორისო მასშტაბის კონკურენტუნარიანობა მთავრობის პრიორიტეტად დარჩება, რათა სრულად წარმოჩინდეს ქვეყნის პოტენციალი და ამით გაბედნიერდეს თითოეული ოჯახი.

"დიდი მადლობა თქვენი ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის, ამ საქმეზე დგას საქართველოს ძლიერება", - მიმართა პრემიერმა მეწარმეებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ოთარ დანელიას და აღნიშნა, რომ იგი მინისტრთა კაბინეტისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

"ძალიან მიხარია, რომ ოთარი არის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების სათავეში და დარწმუნებული ვარ, ოთარი ძალიან დიდი აქტივი იქნება საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის - პარლამენტისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, უკვე შეიქმნა 150 ახალი და გაფართოვდა 700-ზე მეტი საწარმო; დარეგისტრირებულია 1638 კოოპერატივი; ხოლო, დაზღვეულმა მიწის ფართობმა 37,587 ჰა შეადგინა.

იხილეთ საწარმოების რუკა:http://apma.ge/maps/

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
30 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო