სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრეზიდენტი შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2016-08-31 17:27:00

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება, რომელიც ,,რეგიონული უნივერსიტეტის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრობისას, სასწავლებელთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

,,ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაში და რეგიონული ინტელექტუალური რესურსის სრულად გამოყენებაში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია თავმოყრილი.

ასე ცხოვრობდა ჩვენი სახელმწიფო 100 წლის წინაც, როცა ინტელექტუალური პროცესი არ იყო კონცენტრირებული მხოლოდ დედაქალაქში და ეს პროცესი მიმდინარეობდა რეგიონებში და სწორედ რეგიონი იყო ის, საიდანაც ივსებოდა ჩვენი ქვეყნის სულიერი და სამეცნიერო ცხოვრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ.

უნივერსიტეტში პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მრჩევლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ უმასპინძლეს, რომლებმაც სტუმრებს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
30 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო