სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

2016-08-31 15:00:00

ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 80 მოხალისეს მოხალისეობრივი საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

სერტიფიკატები მოხალისეებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა დაგლას ბოლმა, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცეს.

საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია სააგენტომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დაიწყო, რომელშიც ჯამში 160 მოხალისე ჩაერთო. მათგან ნაწილი, 80 მოხალისე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში, კარდაკარის პრინციპით, პირისპირ შეხვდა დევნილ ოჯახებს და გააცნო ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხალისეები ჯამში 3 000 - მდე დევნილ ოჯახს ესტუმრნენ. მოხალისეებმა დევნილ ოჯახებს საინფორმაციო მასალებიც დაურიგეს.
საინფორმაციო კამპანიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 6000 - ზე მეტ დევნილ ოჯახს ექნება ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
30 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო