სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნიკო ნიკოლაძის ისტორიულ კოშკს რეაბილიტაცია უტარდება

2016-08-10 11:16:00

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის ისტორიულ კოშკზე სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

2014 წლის 13 ნოემბერს ნიკოლაძის 170-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, კოშკის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

კოშკის სრული რეაბილიტაციისათვის სახელმწიფომ 470 000 ლარი გამოყო.

ნიკო ნიკოლაძის კოშკი – წარმოადგენს ქალაქ ფოთისათვის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ძეგლს, როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული ღირსებების გამო. გადმოცემის თანახმად, 1578 წელს ფოთს თურქები დაეპატრონენ და ციხესიმაგრე ააშენეს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. თურქეთისაგან განთავისუფლების შენდეგ 1870 წელს ეს მხარე დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს. იმპერატორის დასახვედრად სახე უცვალეს ფოთის ციხეს,როგორც თურქთა ბატონობის სიმბოლოს. შეცვალეს ციხის გარეგნული ხედი, მოშალეს ციხის შიგნით აღმართული მეჩეთი, მთავარ შესასვლელთან დააშენეს 2 სართულიანი კოშკი, რომელიც კონუსისებრი ხის შპილით მთავრდებოდა. 1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ ციხე-კოშკს კიდევ 2 სართული დააშენა. მე-5 სართულზე განთავსებულია მექანიკური საათი რომელიც 1870 წელსაა დამზადებული და ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა.

ნიკოლაძისეული კოშკის სრული რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეში დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
30 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო