ახალი ამბები
გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან მიდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიიღო
სამეგრელო-ზემო სვანეთის მახარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია მოისმინა. როგორც შეხვედრაზე გაირკვა ყველა მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ლევან შონამ ინფორმაცია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზეც მოისმინა. ყველაზე მეტად კოკისპირუი წვიმის შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. მარტვილის გამგებლის ალექსანდრე გრიგალავას განმარტებით, დაზიანებული სოფლის შიდა გზები აღდგენილია და სოფლის ის უბნები რომლებიც უგზოობის გამო რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდებოდნენ პრობლემა მოხსნილი აქვთ. სოფელ თამაკონში კი რომელიც გარესამყაროს იყო მოწყეტილი დრიოებითი ხიდი მოეწყო. ასევე მეორე სოფელში, რომელიც ხიდის გარეშე დარჩა შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მოხდა.