სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რეგიონში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ

2016-05-28 22:30:00
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელებულ პროექტებს და რეგიონის პოტენციალს გაეცნენ.

„დიპლომატიურ ტურში“, რომელის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადნმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს, ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი იღებს მონაწილეობას. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიმარართეს, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ წარუდგინა.

„დიპლომატიური ტურის“ ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონში დღეს, 28 მაისს ჩამოვიდნენ. 

ტურის ფარგლებში დიპლომატები გაეცნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს, კერძოდ დაათვლიერეს რუხის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი და მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მხარის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ენგურის ხიდზე. ელჩები ასევე გაეცნენ დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცულ მასალებს.

ხვალ, 29 მაისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აგრეთვე დაათვალიერებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ერთად დიპლომატიური ტური 2016-ის თანაორგანიზატორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა.
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
67891011
12
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო