სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს 425 სკა გადაეცათ

2016-02-20 18:36:00

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეს სამეგრელოს რეგიონის 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 425 სკა გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან, მთავრობის სხვა წევრებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად დაესწრო

მეფუტკრეობის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეფუტკრეებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეძლებენ საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდას.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ, თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად მიეღოთ მათთვის სასურველი სკა.
 

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გუბერნატორთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე თხილის საწარმო დაათვალიერა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
678910
11
12
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო