სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

2016-02-20 16:56:00

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური კონცეფციის ბრენდი - რიგით 31-ე რუხის საზოგადოებრივი ცენტრი დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერეს.

22 თებერვლიდან რუხის მოსახლეობა შეძლებს, სოფლიდან გაუსვლელად, ისარგებლოს 200-ზე მეტი სერვისით. კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად მიიღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, არქივიდან ბიოგრაფიულ ცნობებს, სანოტარო სერვისს, უფასო იურიდიულ დახმარებას, დაარეგისტრირებს ქონებას. .სოფლის მოსახლეობა ასევე ისარგებლებს კერძო სექტორის („ლიბერთი ბანკი“, „მაგთიკომი“ „მექანიზატორი“) მომსახურებით. ცენტრში ხელმისაწვდომია თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, Skype სივრცე, შეხვედრების ოთახი, ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატი, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი.

რუხის საზოგადოებრივი ცენტრი პრემიერ-მინისტრს და გუბერნატორს იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერებინა. თეა წულუკიანის განმარტებით, საზოგადოებრივი ცენტრი ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია, რომელიც ზოგავს ადგილობრივი მოსახლეობის დროსა და ფინანსებს. სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. დღეს უკვე 31 ქართული სოფლის მოსახლეობა სარგებლობს საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი დონის მომსახურებით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
2021222324
25
26
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო