სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

უშგულის გზა გაიხსნა - სოფელში ჩარჩენილი 30 კაციანი გადამღები ჯგუფი გამოყვანილია

2016-01-31 09:11:00

კალა-უშგულის გზა გაწმენდილია. უშგულში, დიდთოვლობისა და გზაზე ჩამოწოლილი ზვავების გამო ჩარჩენილი 30 კაციანი გადამღები ჯგუფი წუხელ გვიან ღამით მესტიაში ჩამოიყვანეს. მათი ჩამოყვანა სასაზღვრო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის დახმარებით იქნა შესაძლებელი. მათთან ერთად იმყოფებოდა მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი.

კალა-უშგული მონაკვეთზე  გაწმენდით სამუშაოებს კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უწევდა, რომელმაც პრობლემურ მონაკვეთზე დამატებითი ტექნიკა გააგზავნა.

პრობლემა შეიქმნა ე.წ. დევისნაშენის მონაკვეთზე, სადაც ყველაზე ვიწრო და რთული გზაა, რის გამოც ტექნიკას გადაადგილება და გაწმენდითი სამუშაოები გაუჭირდა. გარდა ამისა, 9 ადგილას  ზვავი ჩამოწვა რამაც სამუშაოები გაართულა.

„ცუდია, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა თითქოსდა უშგულში ჩარჩენილ გადამღებ ჯგუფს საკვები და მედიკამენტები არ ჰქონდაათ და  იყინებოდნენ. არადა ისინი უშგულის ყველაზე კარგ სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები, არც საკვების პრობლემა ჰქონდათ და არც წამლების. მედიკამენტები მათ ჩვენც გავუგზავნეთ და სასაზღვრო პოლიციამაც მიუტანა. გარდა ამისა არასწორია ინფორმაცია, თითქოს გადამღები ჯგუფის ყველა წევრი ავად იყო, არადა მხოლოდ გადამღები ჯგუფის ერთი წევრია გაციებული,“ აცხადებს მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი.

ჯგუფის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას და პროექტების კორდინირების სამსახურის უფროს დათო კოდუას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიან.

გადამღები ჯგუფის წევრები თბილისისკენ წუხელვე გაემართნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
678910
11
12
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო