სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის ნაგავსაყრელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

2014-07-30 16:37:00

2014 წლის 30 ივლისს შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კობა ქანთარიამ, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის განახლებული რეაბილიტირებული ნაგავსაყრელი მოინახულეს.
სოფელ დიდინეძის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საკუთრებაში 2013 წელს გადავიდა. პოლიგონის კეთლმოწყობის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა რიგი სამუშაოები: ნაგავსაყრელის ტერიტორია შემოიღობა, მასზე განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი; ასევე, ადგილზე დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი; მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება; მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. გარდა ამისა, პოლიგონზე განთავსდა თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენები გადაიფარება. გადანაყრები და საიზოლაციო ფენა, ბულდოზერის მეშვეობით, პერმანენტულად შემკვრივდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, განთავსდება უსაფრთხოდ. ნაგავსაყრელის შემდგომი ექსპლუატაცია ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების პრევენციას.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო