სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ვიცე-გუბერნატორმა ადაპტირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა

2015-12-22 17:06:00

 „ვისოლმა“ ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა. ავტოგასამართი სადგური სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბრენატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ვისოლ ჯგუფის  პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ კი სტუმრებს ავტოგასამართი სადგურის   ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

ავტოგასამართ სადგურზე 25-მდე ადამიანია  დასაქმებული. კომპანია მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ავტოგაზსაც სთავაზობს.

ახლო მომავალში  ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტიც იფუნქციონირებს, სადაც 50-მდე ადამიანი დასაქმდება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით დამატებით კომფორტს შეუქმნის. ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურის გახსნის ცერემონიალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789
10
1112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო