სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

2015-12-14 14:29:00

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - ნიკოლოზ ანთიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორ კობა ქანთარიასთან და ზუგდიდის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროს ბადრი მესხთან ერთად - ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 ნიკო დადიანისეული სასახლე, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებში არქიტექტორ ლ. ვასილევის მიერ შედგენილი პროექტით განხორციელდა, უშუალოდ ესაზღვრება ბოტანიკურ ბაღს. სასახლე საკმაოდ მასშტაბურ ნაგებობას წარმოადგენს, რომლის ფასადების სიმეტრიული დანაწევრება თავისებურ კომპოზიციას ქმნის.

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკო დადიანის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შენობას განსაკუთრებულ პრობლემას უქმნიდა როგორც სახურავიდან ჩამონადენი, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი წვიმის წყალი, რომელიც პირდაპირ ჩაედინებოდა სარდაფში და აზიანებდა საძირკველს.

 დღეისათვის დამთავრებულია ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები, ფასადზე მოხსნილია ცემენტის ნალესობა,სარდაფები ამოსუფთავებულია მიწისა და სამშენებლო ნარჩენებისაგან,შენობის გარშემო მოიხსნა მიწა და მოეწყო საძირკვლის სავენტილაციო-სანიაღვრე არხი, გასუფთავებულ სარდაფებში აღდგა კედლები და ისტორიული სავენტილაციო არხები; ახალი იატაკების მოსაწყობად გაკეთდა აგურის ტუმბოები.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789
10
1112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო