სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება

2026-11-17 19:12:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ წალენჯიხაში, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაეცნენ.
 
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ წალენჯიხის მოსახლეობას შეძლებს, იუსტიციის სახლის 600-ზე მეტი სერვისით თანამედროვე და კომფორტულ გარემოში ისარგებლოს. სივრცე სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
 
ფილიალში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. აქვე განთავსდება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისები.
 
წალენჯიხის იუსტიციის სახლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რიგით მე-16 ფილიალი იქნება. ამჟამად რეგიონში იუსტიციის სახლის 15 ფილიალი ფუნქციონირებს: ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში,ხობში, სენაკში, აბაშაში, მარტვილში, ჭალადიდში, რუხში, ორსანტიაში, ცაიშში, ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, ჯვარსა და ჯგალში.
 
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ქვეყნის მასშტაბით ამჟამად იუსტიციის სახლის 128 ფილიალი ფუნქციონირებს.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161819202122
23242526272829
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო