სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ვერავა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ულოცავს

2026-09-15 12:25:00
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს. ეს დღე განსაკუთრებულ ემოციასთან და სიხარულთან ასოცირდება სასკოლო საზოგადოებისთვის.
 
სკოლის დაწყება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ათასობით პირველკლასელისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წელს 2919 ბავშვი გახდა პირველკლასელი - ვულოცავ თითოეულს, წარმატებული საწყისი მათ ცოდნის დიდ გზაზე.
 
განათლების და ახალგაზრდების ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტებია. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, უფასო სახელმძღვანელოები, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, სასკოლო ფორმები, მოსწავლეების სასკოლო ავტობუსებით მომსახურება - ეს ის საკითხებია რასაც სამთავრობო გუნდმა განათლების მიმართულებით მიაღწია და ეს ზრუნვა მუდმივად ძლიერდება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საჯარო და კერძო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს - განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებს!
 
ასევე სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს. წარმატებული მომავალი ჩვენს პატარებს.
 
დავით ვერავა,
სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
141617181920
21222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო