ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას იწყებს
2026-06-22 13:31:00
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას იწყებს.
პროექტის მიზანია ქალაქის ურბანული განვითარება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა. დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს ხეივნისა და სკვერის ფუნქციურ და ვიზუალურ გაუმჯობესებას.
ტერიტორია ადგილზე დაათვალიერეს - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ.
პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეში მოეწყობა სასეირნო, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები, განახლდება გამწვანება და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. ასევე, იგეგმება ნიკოლაძის სანაპიროსთან საფეხმავლო და ვიზუალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.
პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება - პირველ ეტაპზე მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო შემდეგ განხორციელდება სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.


























