ახალი ამბები
დავით ვერავა წალენჯიხაში „MAX FIGHT“-ის მე-15 საერთაშორისო ტურნირს დაესწრო
2026-06-05 22:38:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წალენჯიხაში „MAX FIGHT“-ის მე-15 საერთაშორისო ტურნირს დაესწრო.
ტურნირში ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება, კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის დავით ქირიას ორგანიზებით გაიმართა. "MAX FIGHT"-ის საერთაშორისო ტურნირი წალენჯიხაში წელს პირველად ჩატარდა, მისი მხარდამჭერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაა


























