სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა რეგიონის მერებს შეხვდა

2026-04-28 15:53:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
 
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
 
დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გაზიფიცირების დაქსელვით სამუშაოებზე, მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის ქსელის მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე. დავით ვერავას განცხადებით, ამავე ფორმატში ჩატარდება შეხვედრები ელექტროენერგიის და გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელ კომპანიებთან რათა საჭიროებებზე რეაგირება დროულად და კოორდინირებულად მოხდეს. სახელმწიფო რწმუნებულისვე განცხადებით, მუდმივ რეჟიმში უნდა მოხდეს ცენტრალური გზების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება.
 
შეხვედრაზე მერებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები. ამ შემადგენლობით მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველკვირეულად იმართება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
101112
13
141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო