ახალი ამბები
დიდინეძში საგაზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის პირველი ეტაპის სამუშაოები დიდნეძის ცენტრამდე 1200 მეტრზე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელების შემდეგ კი ახალი გზა დიდინეძის კახათს სოფელ დარჩელს დაუკავშირებს.
გზის დაგების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა გაეცნენ.
პროექტის ღირებულება 449 500 ლარს შეადგენს და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


























