სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

განათლების მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ

2026-02-27 13:32:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მინისტრმა მორიგი შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი პროგრამების განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

,,უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში რეგიონულ უნივერსიტეტებს პროფილური დატვირთვა ექნებათ. შემდეგი სასწავლო წლიდან ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება ძირითადად აგრარულ, პედაგოგიურ და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადდება. სხვა მიმართულებების პროგრამები კი, მილევად რეჟიმში გადავა.

მსურს აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები და თავიანთი პოზიციები დაეფიქსირებინათ.

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252628 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო