ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს
2026-02-20 15:06:00
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.
პროექტი სათავე ნაგებობების, არსებული ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა წყალმომარაგებისა და მაგისტრალური ქსელები. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები.
დღეის მდგომარეობით, სამუშაოების 44% შესრულებულია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 3670-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 51 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებული დავით ვერავა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია.


























