სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქალაქ ფოთში დაგეგმილია 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია

2026-02-20 13:00:00
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად სამეგრელოს რეგიონში სხვადასხვა პროექტზე დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა.
 
ქალაქ ფოთში დაგეგმილია 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ხეივნის სრულ განახლებას და თანამედროვე, ფუნქციურად გამართული რეკრეაციული სივრცის ჩამოყალიბებას.
პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული ნაწილი, მოეწყობა ხემცენარეების მოვლისთვის აუცილებელი საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ასევე შეიქმნება ადაპტირებული და კომფორტული დასასვენებელი სივრცეები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
 
რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ქალაქში ეკოლოგიურად გამართული და მოქალაქეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ურბანული სივრცის ხარისხს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას.
 
დაგეგმილი პროექტის დეტალები მინისტრმა სამეგრელოს მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან, ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან ბექა ვაჭარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად ადგილზე განიხილა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო