ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებული ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
2026-02-06 16:19:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი დავით კოდუა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიხეილ დუნდუას და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორს ტარიელ ჭულუხაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების აუცილებლობას, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარებას სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში.


























