სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული განვითარების მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული წალენიხაში პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

2026-01-29 20:47:00
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, მოადგილესთან ზაზა კვიციანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და 2026 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარების მინისტრი წალენჯიხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელები და სველი წერტილები. პროექტის ღირებულება 2 380 656 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
 
მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფიფიას ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზის დაგება იგეგმება, ამჟამად არსებული გზა ამორტიზებულია და მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნის.
 
რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, წალენჯიხის შემდეგ, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნობა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2026 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89
10
11121314
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო