სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ვერავა სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფლებში იმყოფებოდა

2024-12-20 22:15:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში, საშურღაიოს უბანში იმყოფებოდა, სადაც დამეწყრილ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას გაეცნო, საშურღაიოს უბანში სამანქანო გზა გუშინ დაიმეწყრა, რის გამოც სამი ოჯახი საავტომობილო გზის გარეშეა დარჩენილი.
 
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით არსებულ ვითარებას გეოლოგები შეისწავლიან, მანამდე კი მოქალაქეების ქირით გადაყვანა მოხდება.
 
ძლიერი წვიმების შედეგად ასევე დაზიანდა სავალი გზის ნაწილი სოფელ ბეთლემის ლეკირცხალიეს უბანში, სადაც გზასთან ერთად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. ენერგო-პრო ჯორჯიას ჯგუფების მუშაობის შედეგად სოფელში ელექტრო მომარაგება აღდგენილია.
 
სახელმწიფო რწმუნებული დამეწყრილ უბნებში არსებულ ვითარებას რწმუნებულის მრჩეველთან დავით გვიშიანთან, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა ოდიშარიასთან და მერის პირველ მოადგილესთან ბადრი ქუთელიასთან ერთად იმყოფებოდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო