სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ვერავა ჩხოროწყუს, წალენჯიხას, აბაშის და მარტვილის თვითმმართველობების წარმოამდგენლებს შეხვდა

2024-12-19 21:49:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველთან დავით გვიშიანთან ერთად მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს მართავს.
ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე დეტალურად ეცნობა, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 2025 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს.
 
„ყველა პროექტი რაც განხორციელდება მუნიციპალიტეტებში უნდა იყოს მაღალ დონეზე შესრულებული და მაქსიმალურად სწრაფად დასრულებული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალური კომფორტი მიიღონ. საჭიროა მეტი კომუნიკაციის გაძლიერება მოქალაქეებთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად მეტი მოქალაქე უნდა იყოს ჩართული. ჩვენი უწყება, მუნიციპალიტეტის თითოეულ წარმომადგენელი მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მოქალაქეებთან კომუნიკაციაში ჩართული რათა დროულად ვიცოდეთ არსებული საჭიროებები და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით უახლოეს ვადებში გადავჭრათ არსებული პრობლემები“ - განაცხადა დავით ვერავამ.
 
დავით ვერავამ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები ჩხოროწყუში, მარტვილში, წალენჯიხასა და აბაშაში გამართა. შეხვედრები ხვალ ფოთში, სენაკში, ხობსა და ზუგდიდში გაიმართება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო