სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მთის დღეები მესტიაში

2024-07-13 19:06:00
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მესტიაში, უღვირის ტბის მიმდებარედ მთის დღეები ტარდება.
 
საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობებში იღებენ მონაწილეობას, მოეწყო ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, იმართება საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, მიმდინარეობს ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მთელი დღის განმავლობაში შეფები მოამზადებენ სხვადასხვა კერძს და ჩაატარებენ მასტერკლასებს.
 
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე და სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი დავით გვიშიანი ესწრებიან.
 
დღის ბოლოს გაიმართება ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“. დღე ანსამბლ რიჰოს, რეზო და ბავშვების, შვიდკაცას და კვარტეტ ჰერიოს კონცერტით დასრულდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მთის დღეები“ წელს მესამედ იმართება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო