სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე და ზუგდდიის მერი ავსტრიის ელჩს შეხვდნენ

2024-07-24 18:49:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდია მერი მამუკა წოწერია, ავტრიის ელჩს თომას მიულმანს შეხვდნენ.
შეხვედრა ერთობლივად დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს შეეხო.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ტიროლის ფედერალურ მიწასათან თანამშრომლობის საკითხებზე. ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას.
 
უკვე შედგა თანამშრომლობა მესტიისა და ხობის მუნიციპალიტეტებში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიმართულებით, ზუგდიდის მერიასთან ერთად კი ხორციელდება მშვიდობის პარკის პროექტი.
 
ავსტრიის ელჩი მისიას ასრულებს, ნინო ვიბლიანმა და მამუკა წოწერიამ მეგობარი ქვეყნის დიპლომატს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ტიროლის რეგიონების დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო