სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო

2024-02-29 18:54:00

მიმდინარე წლის თებერვალში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლები) კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციაპლიტეტებისთვის 681 000 ლარი გამოიყო.

დაზიანებული სახლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას  ზარალის დამთვლელი კომისიების დასკვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტებმა წარუდგინეს. მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებს დაზარალებულ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტები ჩაურიცხავენ.

ძლიერი ქარი სამეგრელოში 5-6 თებერვალს დაფიქსირდა, რამაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში კერძო სახლების სახურავების დაზიანება გამოიწვია. დაზიანდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაც რისი სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება.

გარდა კომპენსაციებისა, მთავრობის განკარგულებით სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 3 059 000 ლარი გამოიყო.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო