სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტში მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები აბაშიდან დაიწყო

2024-02-20 17:25:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში გაიმართება. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს აბაშიდან დაიწყო. მერიაში გამართული მოქალაქეთა მიღების დროს წამოჭრილი საკითხების უმეტესობა შეხვედრაზევე გადაიჭრა, დანარჩენი ნაწილის მოგვარება კი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებით მოხდება.
 
„რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოქალაქეებთან შეხვედრებმა, აჩვენა, რომ არის კატეგორია ადამიანების, რომელთაც სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე უჭირთ შეხვედრებზე მოსვლა, იქნება ეს მანძილი, სიშორე, თუ დროის უქონლობა და აშ. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მსგავსი შეხვედრები გაგვეკეთებინა უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიხედვით. შეხვედრებში მონაწილეობენ მერები, საკითხის მოძიება, გარკვევა, გადაწყვეტილებების მიღება ადგილზევე ბევრად უფრო ეფექტურია და რაც მთავარია ბევრად უფრო მორგებული იქნება ჩვენს მოქალაქეებზე.“
 
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და აბაშის მერი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ.
 
მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის რყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო